სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
511
19232425
262728293031 

2019-05-22 - პატრიარქის მოსაყდრემ სენაკში სადღესასწაულო წირვა აღავლინა

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის წმინდა ნაწილთა მირონლუკიიდან ბარში გადაბრძანების და 13 ასურელ მამათაგან გამორჩეული წმინდანის, ღირსი შიო მღვიმელის მიცვალების დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სენაკის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვას, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესწრებოდნენ. წირვის დასასრულს, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა და ნიკოლოზობისა და შიოობის დღესასწაულები მიულოცა.

Facebook

2019-05-21 - ზღაპრული ბავშვობიდან წინ - მწვერვალებისკენ...

ჩვენი ქალაქის ქუჩებსა და საჯარო სკოლებში უჩვეულო ჟრიამული და ამაღლებული განწყობა სუფევს. სენაკის მუნიციპალიტეტის 407-მა მეთორმეტე კლასელმა ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ლაღი, იმედებით აღსავსე პერიოდი - სკოლა დაამთავრა. კინო-თეატრ ,,რუსთაველის“ საკონცერტო დარბაზში ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები საზოგადოების წინაშე საზეიმო კონცერტით წარდგნენ. თაობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. სცენაზე გაცოცხლდა ბედნიერი და ბობოქარი სასკოლო ცხოვრების ულამაზესი წლები... სანახაობრივად მრავალფეროვან შოუს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Facebook

2019-05-21 - ხელოვნების აკადემიის მეექვსე ფესტივალი სენაკში

22 მაისს, 18 საათზე, ქალაქის ცენტრალურ პარკში (სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორია) ყველათაობისთვის ერთნაირად ახლობელი და პოპულარული ანსამბლ ,,ფორტეს'' კონცერტი გაიმართება.

#სენაკიარტფესტი2019
#SenakiArtFest2019

Facebook

2019-05-21 - „მოდი ღამე მუზეუმში - 2019''

აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“, რომელიც მუზეუმების საერთაშორისო დღეს ეძღვნება, სენაკის მუნიციპალიტეტი ტრადიციულად, მრავალფეროვანი ღონისძიებებით - გამოფენებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და კულტურული აქტივობებით - შეუერთდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და ნოქალაქევის არქოლოგიური მუზეუმის პარტნიორობით, პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე, აქციის ფარგლებში, გაიმართა კონცერტი სახალხო ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხის“, ,,კოლხური ტრიოს“, ვაჟთა ანსამბლის, ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი’’ მსახიობების, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. საგანგებოდ დანთებული კოცონი და სანახაობრივად ულამაზესი გარემო განსაკუთრებულ განწყობილებას ქმნიდა. საღამო, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ფოიერვერკით დასრულდა. აქციამ „ღამე მუზეუმში“, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან იმართება და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობას ისახავს, წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა - აქციას 114 მუზეუმი შეუერთდა.

Facebook

2019-05-20 - ხელოვნების აკადემიის მეექვსე ფესტივალი სენაკში

20 მაისს, 18 საათზე, ქალაქის ცენტრალურ პარკში (სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორია), გაიმართება შეხვედრა-კონცერტი გიორგი უშიკიშვილთან ერთად.

#სენაკიარტფესტი2019
#SenakiArtFest2019

Facebook

2019-05-20 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

დღეს გამორჩეული დღეა ქვეყნისთვის, დღე, რომელიც მომავლისკენ იხედება.

ყველა მეთორმეტეკლასელს, რომელთათვისაც მშობლიურ სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა, ვულოცავ სკოლის დამთავრებასა და ცხოვრების ახალი, უმნიშვნელოვანესი ეტაპის დაწყებას.

ასევე ვულოცავ მათ პედაგოგებს, რომლებმაც დიდი შრომა და სიყვარული ჩადეს კურსდამთავრებულთა აღზრდაში და დაულეველ საგზლად გააყოლეს ცოდნისა და სიკეთის მყარი საფუძველი.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლების სრული კურსი 407-მა მეთორმეტეკლასელმა დაასრულა.

ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მერმისის შემოქმედნი, ბედნიერ, ცოდნის მწვერვალებისკენ მავალ წარმატებულ ცხოვრებას გისურვებთ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 

Facebook

2019-05-20 - მოდი ღამე მუზეუმში

21 მაისს, 21 საათზე ნოქალაქევის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში სანახაობრივად დატვირთული და მრავალფეროვანი აქტივობებით გამორჩეული საღამო გელოდებათ.

#მოდიღამემუზეუმში

Facebook

2019-05-20 - გიორგი უშიკიშვილი და ანსამბლი ,,ლაშარელა’’ სენაკში

დღეს, სენაკი არტ-ფესტივალი 2019’’-ის ფარგლებში, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მიმდინარეობს, სენაკს საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი, ანსამბლ ,,ლაშარის’’ ხელმძღვანელი, ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ ,,ლაშარელასთან’’ ერთად ეწვია. შეხვედრა-კონცერტი ღია ცის ქვეშ, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მიმდებარე ცენტრალურ პარკში გაიმართა. ანსამბლ ,,ლაშარელას’’ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს შორის შუალედში, გიორგი უშიკიშვილმა სამუსიკო სკოლის აღსაზრდელთა შეკითხვებს უპასუხა. მომღერალმა ისაუბრა ქართული ფოლკლორის სიღრმისეული შესწავლის მნიშვნელობაზე, ასევე, გაიხსენა საინტერესო და სახალისო ბიოგრაფიულ მომენტები საკუთარი შემოქმედებიდან. სენაკელ მსმენელთან უშუალო და მრავლისდამტევი დიალოგის შემდეგ, მომღერალი სცენაზე ავიდა და უნიკალური ხალხური სიმღერები შეასრულა. საღამოს დასასრულს, ტკბილხმოვანი აფხაზური და მეგრული სიმღერები მაყურებელმა ,,კოლხური ტრიოს’’ შესრულებითაც მოისმინა. ,,სენაკი არტ-ფესტივალის’’ დამაარსებელმა, მსოფლიოში აღიარებულმა პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის საპატიო სტუმარს დაუვიწყარი საღამოსთვის, რის შემდეგაც, ფესტივალის სამახსოვრო ბანერზე, ფოლკლორული სიმღერების ცნობილმა შემსრულებელმა და ლოტბარმა, ავტოგრაფი დატოვა. 22 მაისს, სენაკის მუსიკალური ფესტივალი ანსამბლ ,,ფორტეს’’ უმასპინძლებს. კონცერტი, 18 საათზე, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართება.

Facebook

2019-05-18 - ეროვნული სამოსის დღე სენაკში

ეროვნული სამოსის დღე სენაკში კოსტუმირებული მსვლელობით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ნაციონალურ, ქართულ სამოსში გამოწყობილმა, ჩვენს ქალაქში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა - ,,კუჩხიბედინერი“, ,,კოლხი“, ,,ოცნება“, ,,ლილე“, ,,ეგრისი“, ,,მეკვლე“, ,,მართვე“, მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სექტორის აღსაზრდელებმა, მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. კოსტუმირებული აღლუმის დასრულების შემდეგ, მონაწილენი ქალაქის ცენტრალური მოედნისკენ გაემართნენ, სადაც ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ,,კოლხური ტრიოს“ მონაწილეობით საზეიმო კონცერტი გაიმართა. ეროვნული სამოსის დღე სენაკში მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულმა საღამომ დაასრულა. სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამოსი, ისტორიის გაცოცხლება ქორეოგრაფიული შტრიხებით, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა - კიდევ ერთხელ იყო შეხსენება იმისა, თუ ,,ვისი გორისანი ვართ’’ და როგორი თავდადება გვმართებს ჩვენი ტრადიციების, სულიერი და ეროვნული ღირებულებების დასაცავად. ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ↪️დღესასწაულმა, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხე წელია აღინიშნება, წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ის საქართველოს 30-ზე მეტ ქალაქში გაიმართა, მათ შორის, ეს დღე სენაკში სანახაობრივად საინტერესოდ ჩატარდა.

Facebook

2019-05-17 - ეროვნული სამოსის დღე სენაკში

18 მაისი - ეროვნული სამოსის დღე სენაკში - აქ შენი ისტორია ცოცხლდება.
18 საათი - კოსტუმირებული მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში
19 საათი - საზეიმო კონცერტი - ქალაქის ცენტრალური მოედანი
21 საათი - ეროვნული სამოსის გამოფენა, ისტორიის გაცოცხლება ქორეოგრაფიული შტრიხებით - სენაკის სამხატვრო გალერეა
 

2019-05-16 - მუსიკალური ფესტივალის პირველი დღე სენაკში

სენაკის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის პატრონაჟით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წელს მეექვსედ იმართება, დღეს, საზეიმოდ გაიხსნა. ,,სენაკის არტ-ფესტივალი 2019“, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ხელოვნების აკადემიის რექტორის, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და სენაკის არტ-ფესტივალის დამაარსებლის, მსოფლიოში აღიარებული პიანისტის ვალერიან შიუკაშვილისა და ლეგენდარული გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტის - თემურ ჯაიანი - ვიოლინო, ნიკა ბარათელი - ვიოლინო, მამუკა ბაბუაძე - ალტა, გიორგი იმანოვი - ჩელო - მონაწილეობით გამართული კლასიკური მუსიკის შედევრებით გაიხსნა. ფესტივალის გახსნას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის, მუსიკალური სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,სენაკის არტ-ფესტივალი 2019“ 24 მაისამდე გაგრძელდება და გალა-კონცერტით დასრულდება. ფესტივალის ფარგლებში, სენაკი, 18 მაისს, ეროვნული სამოსის დღეს, კოსტუმირებული მსვლელობითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით შეხვდება.

Facebook

2019-05-15 - ხელოვნების აკადემიის მეექვსე ფესტივალი სენაკში იწყება

16 მაისს, 18 საათზე, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სენაკი არტ-ფესტივალს საზეიმოდ გახსნის ხელოვნების აკადემიის რექტორი, ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსებისა და სენაკის არტ-ფესტივალის დამაარსებელი, მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი ყანჩელის სახელობის სიმებიან კვარტეტთან - თემურ ჯაიანი - I ვიოლინო, ნიკა ბარათელი - II ვიოლინო, მამუკა ბაბუაძე - ალტი, გიორგი იმანოვი - ჩელო - ერთად.

Facebook

2019-05-15 - ტრენინგი - ,,ბავშვთა დაცვა ძალადობისგან’’

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, 15-16 მაისს, საერთაშორისო ორგანიზაცია“world vision საქართველო“-ს ორგანიზებით, მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემაა ,,ბავშვთა დაცვა ძალადობისგან’’. დღეს, ტრენინგს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, შესაბამისი სამსახურების და სოციალური დაცვის სააგენტოს სენაკის რაიონული განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ,,world vision საქართველო“-ს პროექტის „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისათვის“ ფარგლებში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების პროცედურების დამტკიცების თაობაზე) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის N 437 დადგენილების საფუძველზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებულია ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის კომპეტენციას და ამ პროცედურებში მონაწილე სხვა სუბიექტებთან მათი კოორდინირებული ურთიერთობების ღონისძიებებს, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია მუნიციპალიტეტში ამ კუთხით მუშაობის ეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისით. ტრენინგზე, რომელსაც ბავშვთა უფლებების დაცვის ექსპერტი უძღვება, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენცია, ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობისთვის ზრუნვის სისტემური მიდგომები და კვლევები, ძალადობის სახეებისა და შემთხვევების იდენტიფიცირების მეთოდები მიმოიხილეს და სიტუაციურ ამოცანებზე იმუშავეს.

Facebook

2019-05-14 - მუნიციპალიტეტის მერის მილოცვა

წმინდა ალექსი ბერის (შუშანია) სავანის - მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ მელქისედეკს (მიქავა), ღვაწლის სიმრავლითა და სათნოებებით აღსავსე უკეთილშობილეს მოძღვარს, მოკრძალებითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადებიდან 74-ე წლისთავს.

ჩვენო ძვირფასო ,,მწყემსო კეთილო’’, ჯანის სიმრთელეს, დღეგრძელ სიცოცხლეს, სიმხნევეს, ღვთისა და ერის წინაშე თქვენს მსახურებაში უფლის შეწევნას გისურვებთ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

 

 

Facebook

2019-05-13 - შეხვედრა სენაკელ მეფუტკრეებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან თოლორდავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მეფუტკრეთა ასოციაციის ნდობით აღჭურვილი პირი კახაბერ პაპავა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის რწმუნებულებს და სენაკელ მეფუტკრეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების განხორციელების პროცესში ფუტკრის მოვლისა და დაცვის საკითხები დიალოგის რეჟიმში იქნა განხილული. მეფუტკრეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მავნებლის წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებზე და „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მექანიკურ მეთოდებს გაეცნენ. აღინიშნა, რომ რეგიონების მასშტაბით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ფაროსანას აქტიური მონიტორინგი მიმდინარეობს, ხოლო იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდა, წერტილოვანი შეწამვლები ტარდება. უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით და მეფუტკრეთა ინტერესების გათვალისწინებით, იმ ტერიტორიებზე, სადაც საფუტკრეებია განთავსებული, შეწამვლითი ღონისძიებები განხორციელდება საღამოს საათებში, მაშინ, როცა ფუტკარი დაბინავებულია. იმ სოფლებში, სადაც ფუტკრის ოჯახების მაღალი კონცენტრაციაა, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები მონტაჟდება. შემუშავდა სისტემა, რომლის მიხედვითაც გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეფუტკრეები განათავსებენ სპეციალურ სანიშნეებს, ფუტკრის ადგილმდებარეობის შესახებ. წამლობის დაწყების შესახებ შეტყობინება მეფუტკრეებთან 24 საათით ადრე იგზავნება. აღსანიშნავია, რომ „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მონტაჟის დასრულების შემდეგ, წამლობის პროცესი სენაკის სამ ადმინისტრაციულ ერთეულში დაწყებულია და აქტიურ ფაზაში შედის. სახელმწიფოს მიერ მაქსიმალურად არის მობილიზებული ყველა რესურსი იმისათვის, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად, შეუფერხებლად, ეფექტურად და მაქსიმალურად უსაფრთხოდ განხორციელდეს.

Facebook

2019-05-12 - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე

12 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა.

დღეს პირველად ვდღესასწაულობთ საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს.

დღეს, ასევე, საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანება აღინიშნება.

დღევანდელ დღეს, დედაქალაქში, მახათას მთაზე, საზეიმოდ იკურთხება ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი, რომელსაც მთელი საქართველო აშენებდა და რომელიც, სამომავლოდ, სულიერების დიდ ცენტრად და საგანმანათლებლო კერად ჩამოყალიბდება.

გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. ღვთისმშობელმა გაამთლიანოს, დალოცოს და დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და თითოეული თქვენგანი.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2019-05-12 - საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღე სენაკში

საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს მიეძღვნა სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის (დირექტორი ვეფხვია ვეფხვაძე) ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცეტრო დარბაზში გამართული ღონისძიება, რომელსაც დეკანოზი იოანე კუპრეიშვილი, სასულიერო პირები, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგნელები ესწრებოდნენ. ეკრანზე გაცოცხლებული ქართული ეკლესიის ისტორიის, ჩვენი უახლესი პერიოდის სულიერი აღმშენებლობის ქრონიკები, საუბრები დედა ღვთისმშობილის განუზომელ სიწმინდესა და ღვაწლზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის ისტორია და მადლმოსილება, ეპიზოდები ათონის მთაზე მოღვაწე დიდი ქართველი მამების ცხოვრებიდან, ჩვენი და სრულიად საქრისტიანოს მფარველი წმინდანის, ღირსი მამის - ალექსი შუშანიას მოღვაწეობა, მახათას მთაზე, სრულიად საქართველოს მიერ აგებული ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მნიშვნელობისა და ერის სულიერი ფასეულებების წარმოჩენა, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის პედაგოგების მიერ შესრულებული საგალობლები, ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების ცენტრის მოსწავლეთა მიერ გაცოცხლებული ამონარიდები ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან - ერთმანეთს ენაცვლებოდა ამ მადლმოსილ დღეს და ამაღლებულ განწყობილებას ქმნიდა.

Facebook

2019-05-10 - შეხვედრა ახალგაზრდული თეატრის დასთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრთან არსებული ახალგაზრდული თეატრის ,,ფიროსმანი“ რეჟისორს ვეფხვია გორგოძეს და ნორჩ თეატრალებს შეხვდა. ახალგაზრდული თეატრი ,,ფიროსმანი“, რომელიც არსებობის 5 წელს ითვლის, ქ. თბილისში გამართულ საქართველოს სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე ,,STRANGE BIRD” ჯემალ მონიავას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით ,,ჯვარცმული ბედნიერება“ წარდგა. ახალგაზრდული თეატრის დასს წილად პირველი ადგილი ხვდა და თურქეთში, სტუდენტური და საყმაწვილო საერთაშორისო ფესტივალის მოწვევა მიიღო, სადაც 11 მაისს გაემგზავრებიან. მუნიციპალიტეტის მერმა თეატრალებს გამარჯვება მიულოცა და ამცნო, რომ მუნიციპალიტეტის მერია მათ ტურნეს სრულად დააფინანსებს, რაც სენაკის სინამდვილეში, პირველი, უპრეცედენტო მოვლენაა. დედაქალაქში გამართულ სტუდენტური და საყმაწვილო თეატრების რესპუბლიკურ ფესტივალზე მონაწილეობა 27-მა თეატრალურმა დასმა მიიღო. დინამიურმა და ემოციურმა სპექტაკლმა, რომელიც აფხაზეთის ომის თემაზეა შექმნილი და ომის სისასტიკის ფონზე განვითარებული აფხაზი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავზე მოგვითხრობს, ფესტივალის ჟიურის და მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ახალგაზრდული თეატრის დასთან შეხვედრას მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი,შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს უფროსი ლევან მიშველია, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლევან უჩანეიშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდული თეატრის დასს სიგელები გადასცა. ლევან კუპრეიშვილმა მათ საერთაშორისო ფესტივალზე წარმატებები უსურვა და სამომავლოდ ყოველგვარი მხარდაჭერა აღუთქვა.

Facebook

2019-05-10 - ხელოვნების დღესასწაული სენაკში იწყება

სენაკის არტ-ფესტივალი ვალერიან შიუკაშვილთან ერთად 16 მაისს, 18 საათზე საზეიომოდ გაიხსნება.

#სენაკიარტფესტივალი2019
#არტფესტივალისენაკში
#არტფესტივალივალერიანშიუკაშვილთანერთად

Facebook

2019-05-10 - სენაკელი მოზარდები ალექსანდრე მოწერელიამ მოინახულა

სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ალექსანდრე მოწერელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სენაკის ბავშვთა საავადმყოფოში, მეორე საჯარო სკოლიდან ინტოქსიკაციით გადაყვანილი მოზარდები მოინახულა. დილიდანვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და შემდეგ, საავადმყოფოში დროულად გადაყვანილი მოსწავლეები მოინახულეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ. ,,ბავშვთა საავადმყოფოში 24-მდე მოზარდი ინტოქსიკაციის ნიშნებით იქნა შემოყვანილი. მათგან, ამ ეტაპზე, აქ მხოლოდ ერთი მოზარდი რჩება. ბავშვების შემოყვანისთანავე, ზუგდიდან ექიმ-ტოქსიკოლოგი ოპერატიულად იქნა გამოძახებული. პაციენტებს ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდათ“ - აღნიშნა შპს ,,სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს“ მთავარმა ექიმმა ლუარა დგებუაძემ. ამ დროისთვის, ბავშვთა საავადმყოფოში მყოფი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაკვირვების ქვეშ იმყოფება, სხვა პაციენტებმა საავადმყოფო უკვე დატოვეს. თუ რა გახდა ბავშვების მოწამვლის მიზეზი, დაუდგენელია. ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.

Facebook

2019-05-10 - ვორქშოპი საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ორგანიზებით

დღეს, სასტუმრო ,,ვერსალში’’, პროექტ ,,ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი თვითმმართველობისათვის’’ ფარგლებში, ეფექტური კოლაბორაციის, ურთიერთთანამშრომლობის ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორების, მათი დაძლევის გზების და სოციალური ადვოკატირების უნარების განვითარებასთან დაკავშირებით, ვორქშოპი გაიმართა. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის (GASW) მიერ ორგანიზებულ სესიას, რომელსაც პროექტის კოორდინატორი ცაბუნია ვართაგავა უძღვებოდა, ასოციაციის წევრები, სენაკისა და აბაშის მუნიციპალიტეტების მერიების შესაბამისი სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვორქშოპი დისკუსიის, სპეციფიური სავარჯიშოების შესრულების, ურთიერთთანამშრომლობის წარმატებული ნიმუშების პრეზენტაციის, გამოცდილების ურთიერთგაზიარების რეჟიმში წარიმართა, რომლის შემდეგაც მუშაობის შედეგები შეჯამდა. სესიის მიზანი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფური მუშაობა, სოციალური პრობლემების გამოკვეთა და მათი ერთობლივი მოგვარების გზების დასახვა იყო.

Facebook

2019-05-09 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე

მეორე მსოფლიო ომის ყველა ვეტერანს ვულოცავ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. განსაკუთრებული პატივისცემა მინდა გამოვხატო სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი სახელოვანი ვეტერანების - აგრაფინა ხუხიას, მიხეილ აბშილავასა და ჭიჭიკო სიჭინავას - მიმართ.

ამ ადამიანებმა დაამარცხეს არა მხოლოდ ფაშიზმი, მათ დაამარცხეს დროც და ამ უთანასწორო ბრძოლაში ღირსეული გამარჯვება მოიპოვეს.

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ჩვენი უხუცესი ვეტერანების მიმართ ყურადღების გამოხატვა საპატიო და უმნიშვნელოვანი მისიაა.

ჩვენო თმაშევერცხლილო გმირებო, ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი

Facebook

2019-05-09 - მეორე მსოფლიო ომის 74-ე წლისთავს მიეძღვნა...

ქალაქ სენაკში, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, 8 მაისს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, სამუსიკო და სამხატვრო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით გამართული კლასიკური მუსიკის კონცერტითა და გამოფენით დაიწყო. ეს დღე დაასრულა საინტერესო მატჩმა მინი ფეხბურთში. სენაკის სპორტის სასახლეში, დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ავღანეთის, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანებისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. მატჩი ფრედ - 4:4 - დასრულდა. მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

Facebook

2019-05-09 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე სენაკში

ჩვენს ქალაქში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, ტრადიციულად, მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლის შემკობით დაიწყო, სადაც დილიდან ომის ვეტერანები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ინგა ქარდავასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ალექსანდრე წურწუმიას ძეგლი გვირგვინით შეამკო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა იქ მყოფთ ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა: ,,9 მაისი გამარჯვებისა და გმირების წინაშე ქედის მოხრის დღეა. ამ სასტიკ ომში საქართველომ 700 ათასი ქართველი გაგზავნა და აქედან, შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. მომავალი თაობა უნდა გაუფრთხილდეს თანამედროვეობის გამორჩეული გმირების სახელს და ხსოვნას. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ქედს ვიხრი თქვენი გმირობის, თავგანწირვის წინაშე.“ აღსანიშნავია, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ჩვენს უხუცეს ვეტერანებს - მიხეილ აბშილავას, ჭიჭიკო სიჭინავას, აგრაფინა ხუხიას - ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფულადი დახმარების სახით 500-500 ლარი გადაეცათ. მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირის ძეგლთან მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებული მხატვრული კომპოზიცია გაიმართა. დღეს, მთელი დღის მანძილზე, საჯარო ბიბლიოთეკა, მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი გამოფენით, მნახველებს მასპინძლობს. თბილი და მოკრძალებული ღონისძიებებით სენაკის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს.

Facebook

2019-05-08 - პროექტი „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“ ციხე-გოჯში

სენაკში არასამთავრობო ორგანიზაციის People in Need პროექტი „ადამიანის უფლებები დოკუმენტური ფილმებით“, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ფილმის ჩვენებითა და გალა-კონცერტით დასრულდა. ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში გამართულ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან, People In Need პროექტის კოორდინატორ ანა ქოჩუასთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 26 აპრილს, საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და მუნიციპალიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. პირველ ეტაპზე, საგრანტო კონკურსის შედეგად, სამი არასამთავრობო ორგანიზაცია შეირჩა. მეორე საგრანტო სქემა განისაზღვრა უშუალოდ ახალგაზრდებისთვის - ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ინიციატივების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით. ასევე, კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში ტრენინგები ჩაუტარდათ. სენაკის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროექტი მერიის მხარდაჭერითა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა, რომლის ფარგლებში ცენტრმა სენაკის მესამე, ლეძაძემეს, ნოქალაქევის, ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეთათვის რეჟისორ ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის ,,მე გადავცურავ ენგურს“ ჩვენება-დისკურსია გამართა და მასში 200 მოზარდი ჩართო. People in Need პროექტი, რომლის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვასა და ხელშეწყობაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, TRANSITION პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის პარტნიორობით ხორციელდება და 2019 წლის დეკემბერში დასრულდება.

Facebook

2019-05-08 - კვლევა - პროექტის შედეგების პრეზენტაცია

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა კვლევა-პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, პრეზენტაცია გამართეს. კვლევის შედეგების პრეზენტაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღნიშნული კვლევები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს მოიცავდა, 2017-2018 წლებში, CRRC საქართველომ ჩაატარა. პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრებთან (EDEC) თანამშრომლობით, კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ ხორციელდება.

Facebook

2019-05-08 - მერის შეხვედრა მოქალაქეებთან

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად მოქალაქეთა მიღება გამართა. ის გაეცნო ადგილობრივ მკვიდრთა სხვადასხვა სახის საჭირბოროტო პრობლემებს და მათი მოგვარების შესაძლებლობები ადგილზევე განიხილა. მოქალაქეებთან მერის შეხვედრა რეგულარულ ხასიათს ატარებს და მიზნად მოსახლეობის ყოფითი, სოციალური, ეკონომიკური, ჯანმრთელობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას ისახავს.

Facebook

2019-05-07 - 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვებიდან, 74 წელი შესრულდება

9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვებიდან, 74 წელი შესრულდება. 7 ათეული წელი გვაშორებს მეორე მსოფლიო ომს, რომელშიც საქართველომ პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო.
9 მაისს სენაკის მუნიციპალიტეტი სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობებით აღნიშნავს:
8 მაისი. 14:30 - ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლა - კლასიკური მუსიკის კონცერტი, ხელოვნების ცენტრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა
9 მაისი.
11:00 - ომში გმირულად დაღუპული ალექსანდრე წურწუმიას ძეგლის ყვავილებით შემკობა, თემატური კომპოზიცია ,,ფაშიზმზე გამარჯვების დღე...“ - მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მოსწავლეთა ჩართულობით
9 მაისი.12:30 – მეშვიდე საჯარო სკოლის ახლადრეაბილიტირებულ საფეხბურთო მოედანზე გაიმართება მატჩი მინი ფეხბურთში
9 მაისი - სენაკის საჯარო ბიბლიოთეკა - გამოფენა ,,74 წელი მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან...“
 

2019-05-06 - ზანაში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა

დღეს, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, მწყობრიდან გამოსულ წყლის ელექტროტუმბოს, რომელიც საჯარო სკოლას, საბავშვო ბაღს, ეკლესიას, ადმინისტრაციულ შენობას, პოლიციას, ამბულატორიას და 6 ადგილობრივ მოსახლეს წყლით ამარაგებდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მუნიციპალიტეტის მერის განკარგულებით, შეძენილ იქნა და დამონტაჟდა უმაღლესი ხარისხის ტუმბო, რომელიც ზემოჩამოთვლილ ობიექტებს მოემსახურება და შექმნილ პრობლემას გადაჭრის.

Facebook

2019-05-02 - ,,…ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ხელოვნება…”

,,…ბევრად მეტი, ვიდრე მხოლოდ ხელოვნება…” - ასე შეაფასა მსმენელმა დღეს, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული საღამო მსოფლიოში აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდის მონაწილეობით. ლექცია-კონცერტის დაწყებამდე, კამერული გუნდის წევრებმა, სამხატვრო ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ, ქართული საოპერო ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, სენაკის საპატიო მოქალაქემ ანზორ შომახიამ, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, ხელოვნების ცენტრის დირექტორ ვეფხვია ვეფხვაძესთან, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - დრამატულ თეატრში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. შემდეგ, ქალაქის საპატიო სტუმრებს ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლამ უმასპინძლა. არტისტიზმით, მაღალი საშემსრულებლო მანერით, მისეული ხედვით გამორჩეულმა კამერულმა გუნდმა, რომელსაც 6 წელია სათავეში უნიჭიერესი მუსიკოსი და დირიჟორი თეონა ცირამუა უდგას, ლექცია-კონცერტი გამართა. მსმენელს გორის ქალთა კამერული გუნდის მიღწევებსა და მსოფლიო აღიარებაზე ქართული საოპერო ხელოვნების მოღვაწე, კამერული გუნდის კონსულტანტი ანზორ შომახია ესაუბრა. კამერული გუნდის მიერ შესრულებულმა კლასიკურმა შედევრებმა, ფოლკლორის ნიმუშებმა, სხვადასხვა ქვეყნების მრავალფეროვანი სტილისა და მიმდინარეობის მუსიკამ მაყურებელი აღფრთოვანა. სენაკელთათვის დაუვიწყარი საღამო ექსპრომტად შესრულებული მეგრული სიმღერით დასრულდა, რომლსაც აკომპანირებას ხელოვნების ცენტრის პედაგოგი ლალი გოგია უწევდა. გორის ქალთა კამერული გუნდი წარმატებული მოღვაწეობის 49 წელს ითვლის. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კამერული გუნდის შექმნა საქართველოს სახალხო არტისტის, რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიების ლაურეატის, შალვა მოსიძის სახელთანაა დაკავშირებული.

Facebook

2019-05-02 - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები გრძელდება

მავნებლის წინააღმდეგ გასატარებელი მექანიკური მეთოდების გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი მოსახლეობას შეხვდნენ. მათ მოსახლეობას „მოიზიდე და გაანადგურე“ საშუალებების მექანიკური მეთოდები გააცნეს და დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე ადგილობრივ მცხოვრებლებს განემარტათ ფაროსანას მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების აუცილებლობა, რათა ტემპერატურის კლებასთან ერთად მინიმუმამდე შემცირდეს მავნებლის რაოდენობა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის პრევენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მოსახლეობის ჩართულობას მასშტაბური ხასიათი უნდა მიეცეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, სწავლების მიზნით, საკარმიდამო ტერიტორიებზე ფერომონიანი თეთრი ნაჭრები დაამონტაჟეს, რომლის მეშვეობით ხდება მავნებლის მოზიდვა და შემდეგ, პრეპარატის შესხურებით - განადგურება. ამ დროისთვის, დასავლეთ საქართველოში, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების მონტაჟი აქტიურად მიმდინარეობს. წამლობის დაწყებამდე სპეციალური ჯგუფები ინტენსიურ  მონიტორინგს ახორციელებენ და მავნებლის გავრცელების არეალს სწავლობენ.

Facebook

2019-05-02 - შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტებს - შორენა ხუბუნაიას, ქეთევან გელაშვილს, ნინო ამირანაშვილს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორს ლონდა მინდიაშვილს, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების განვითარების სამსახურის უფროსს მანანა სამუშიას, ამავე უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის კოორდინატორს ქეთევან ლომაიას და პროფესიული პროგრამების ხარისხის სენაკის განყოფილების უფროსს მანანა ჭანტურიას შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი, პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების - ,,საფინანსო სერვისები’’ და ,,საოფისე საქმე’’ - ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება და ამ კუთხით მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტებისთვის პრაქტიკის გავლაა, რის საფუძველზე, მერიასა და პროფესიულ კოლეჯს შორის მემორანდუმია გაფორმებული. სტუდენტების სასწავლო პრაქტიკებს მუნიციპალიტეტის მერიაში, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენელი ირმა კუპრეიშვილი უხელმძღვანელებს.

Facebook

2019-05-01 - გაზეთი ,,კოლხეთი’’ 96 წლისაა

დღეს, სენაკის თითქმის საუკუნოვანი მემატიანის - გაზეთ ,,კოლხეთის'' იუბილეა. 1923 წლის 1 მაისიდან დღემდე ,,კოლხეთმა’’ დროის ქარტეხილები ისე გადალახა, რომ საკუთარი ნიშა არ დაუკარგავს და დღესაც ღირსეულად დგას ქვეყნისა და მშობლიური კუთხის სამსახურში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა 96 წლოვან ბეჭდური სიტყვის ორგანოს წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა - ,,კოლხეთი’’ მუდამ ერთგულად ასრულებდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ჟამთააღმწერლის ფუნქციას. მშობლიური გაზეთის ასეთი სიცოცხლისუნარიანობა იშვიათი და დასაფასებელია. კოლხეთელებს ტრადიციების ახალგაზრდული შემართებით გაგრძელებას, პროფესიულ საქმიანობაში წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ. შეხვედრას სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გაზეთი ,,კოლხეთი’’ ისტორიითა და კულტურული ტრადიციებით მდიდარი კუთხის მაჯისცემას ათწლეულების მანძილზე ასახავდა. ამ საქმეს არაერთი დამსახურებული ჟურნალისტი და გამორჩეული პიროვნება ემსახურებოდა, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით წარუშლელი კვალი დატოვეს ჩვენი კუთხის კულტურული ცხოვრების ისტორიაში. კოლხეთის რედაქციასთან მრავალი სახელოვანი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვნების წარმომადგენელი თანამშრომლობდა. მის წიაღში აიდგა ფეხი სენაკის ბევრმა ღირსეულმა შვილმა. შეხვედრის დასასრულს კოლხეთელებს მუნიციპალიტეტის მერმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

Facebook

2019-05-01 - გორის ქალთა კამერული გუნდი სენაკში

2 მაისს, 17:00 საათზე, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჩატარდება ლექცია-კონცერტი გორის ქალთა კამერული გუნდისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თეონა ცირამუას მონაწილეობით.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
 ცხელი ხაზი: 0 (413) 27 70 31