Previous
Next
ანონსები
სიახლეები
დაუნის საერთაშორისო დღე სენაკში აღინიშნა
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოზარდებს და მათ მშობლებს უმასპინძლეს.
,,შეუძლებელია არ გვახსოვდეს და ჩვენი სითბო არ ვუწილადოთ საზოგადოების ყველაზე გულმზიან, სიყვარულის გამორჩეული უნარით დაჯილდოებულ პატარებს, საზოგადოების თანასწორ და სრულფასოვან წევრებს. მსგავსი სიმბოლური თარიღების აღნიშვნა მნიშვნელოვანია ცნობიერების ასამაღლებლად. ჩვენ, ერთად გავუმკლავდებით ყველა სირთულეს“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა და მოადგილესთან ერთად, მოზარდების მშობლებს, ,,ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ვაუჩერები გადასცა.
დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მიეძღვნა სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გამართული ღონისძიება, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებს, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საინტერესო აქტივობებში ჩაერთვნენ სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების საბავშვო და ბაგა-ბაღებში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, დაუნის სინდრომის მქონე მოზარდებზე ყოველკვარტალურად ფულადი დახმარება გაიცემა. ეს მიზნობრივი ჯგუფი, საჭიროების შემთხვევაში, ასევე უზრუნველყოფილია სხვადასხვა სამედიცინო სარეაბილიტაციო მომსახურეობისა და ამბულატორიული კვლევების დაფინანსებით.
- მარტი 21, 2024
- 1:41 pm
#ერთადდავამარცხოთსტერეოტიპები
- მარტი 21, 2024
- 6:30 am
ანასტასია ჯანაშია, ,,Youth for Georgia’s Future-ის“ მიერ ორგანიზებული პროგრამის – ,,ლიდერი ახალგაზრდებისთვის, Hagamun-ის“ ფარგლებში, მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა.
- მარტი 20, 2024
- 8:06 am
ვაგრძელებთ მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას
- მარტი 19, 2024
- 8:44 am
,,გაიგე, რა გაკეთდა შენს ქალაქში“ – #ფოტორეპორტაჟი
- მარტი 18, 2024
- 11:18 am
სენაკელმა ფალავანმა, ლუკა ოჩიგავამ საქართველოს პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მესამე ადგილი დაიკავა.
- მარტი 15, 2024
- 12:00 pm
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024
- მარტი 14, 2024
- 4:00 pm
სენაკის მერია, პროექტს – ,,არტ-თერაპია” ახორციელებს
- მარტი 14, 2024
- 3:00 pm
მერიაში ძალადობის აღკვეთის და დახმარების კომისიის სხდომა გაიმართა
- მარტი 12, 2024
- 5:25 pm
ვიდეოები
ყველა ვიდეო
რუკა
გამოკითხვა
Loading ...