სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 
5
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2019-06-13: ჩინური კომპანია სენაკში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს

დღეს, მერიის სხდომათა დარბაზში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან და მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილთან ერთად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს დავით ბიბილაშვილს და ჩინური კომპანიის სამშენებლო-საზედამხედველო ჯგუფის წევრებს შეხვდა. კომპანია საქართველოში ორ ფართოპროფილურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ააშენებს, რომელთაგან ერთ-ერთი სენაკში აშენდება. სამუშაო შეხვედრაზე ჩინური კომპანიის წარმომადგენელმა ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროექტის პრეზენტაცია გამართა, რომელიც ამბულატორიული, სტაციონარული, კრიზისული ინტერვენციის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის განყოფილებების, ოფისების, დამხმარე ოთახების მშენებლობას და აღჭურვას ითვალისწინებს. კერძოდ, ჩინეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით, სენაკსა და თელავში აშენდება 30 საწოლიანი საავადმყოფოები, რომლებსაც კრიზისული ინტერვენციის, რეაბილიტაციისა და ამბულატორიული განყოფილებები ექნება. დღევანდელ შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, სენაკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს, შპს ,,გასკოს+“, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ სენაკის სერვის-ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ამორტიზებული შენობა, რომლის დემონტაჟის შემდეგ აშენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი საავადმყოფო. შესაბამისად, ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დასრულების და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვის შემდეგ, პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამედიცინო მომსახურება საუკეთესო პირობებში მიიღონ.

Facebook

 მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
ცხელი ხაზი : 0 (413) 27 70 31