სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
22232425262728
293031 

გამგეობა: გამგებელი

გოჩა დგებუაძე

ტელ: 0 (413) 27 70 31

 

გოჩა დგებუაძე დაიბადა 1966 წლის 7 ივლისს ქალაქ სენაკში. 1988 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით, 2000 წელს ჰუმანიტარულ-ეკონომიური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტი-სამართალმცოდნის კვალიფიკაციით.

1988-1990წ.წ მუშაობდა ტრესტ ,,საქოლომპიადმშენის” სამუშაოთა მწარმოებლად,უბნის უფროსად, 1990-1991წლებში იყო  #2 ტრესტი 1 სამშენებლო სამმართველოს ინჟინერი, 1991-1994წ.წ  მუშაობდა სენაკის შრომის რეგიონალური ბირჟის დირექტორად, 1994-1995წლებში საქართველოს საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს  სამეგრელოს ზონის ზონალური ინსპექტორია, 1995-1997 წლებში გოჩა დგებუაძე მუშაობდა საქართველოს საგადასახადო სამსახურის ოპერატიული სამმართველოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური განყოფილების უფროსის მოადგილედ, 1997-1998 წლებში საგადასახადო სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის  რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელია, 1998-2000 წლებში მუშაობდა  საქართველოს საგადასახადო სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის ქ.თბილისის სამმართველოს განსაკუთრებულ მნიშვნელობის საქმეთა მთავარი ინსპსქტორად(ჯგუფის უფროსად), 2001-2004წ.წ- საქართველოს კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის წამყვანი კონტროლიორია, 2004-2009 წლამდე მუშაობდა  საქართველოს კონტროლის პალატის გენერალური ინსპექციის უფროს ინსპექტორად, მთავარ აუდიტორად, 2009-2010 წლებში კი საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის მთავარი აუდიტორად.

2013 წლის 9 ივლისს დაინიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად.
2014 წლის 15 ივნისს არჩეულ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლად.
2014 წლიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი.

მიღებული აქვს სერთიფიკატები სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობისათვის,
გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები გერმანიაში.
ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ორი შვილიშვილი.

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakis-gamgeoba@posta.ge
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31