მაჟორიტარი დეპუტატი: მაჟორიტარი დეპუტატი
ირაკლი ბერაია
ირაკლი ბერაია დაიბადა 1978 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ სენაკში.
1984-1994 წლებში სწავლობდა სენაკის მე-2 საშუალო სკოლაში;
1994-1995 წლებში სწავლობდა აშშ-ში ბლექბუტის უმაღლეს სკოლაში;
1995-1998 წლებში სწავლობდა საქართველოს დიპლომატიურ აკადემიაში და მიენიჭა საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის კვალიფიკაცია. სწავლის პარალელურად სტაჟირება გაიარა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში;
1999 წელს დაინიშნა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების დასავლეთ საქართველოს კოორდინატორად. 2001 წლის აპრილში კი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციაში სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორის პოზიციაზე გადაინაცვლა;
2002 წლის თებერვლიდან გადავიდა კერძო სექტორში და ქართულ-ბერძნულ კომპანია ,,ქსილოტრანსში’’ გენერალური დირექტორის თანაშემწედ დაინიშნა. 2002 წლის მარტიდან 2004 წლამდე კი იმავე კომპანიის ერთ-ერთი დეპარტამენტის დირექტორი იყო;
2004 წელს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ფრაქცია ,,მაჟორიტარების’’ აპარატში;
2005-2006 წლებში სწავლობდა დიდ ბრიტანეთში - ქ. ლონდონში დაამთავრა ვესტმინსტერის უნივერსიტეტი და დიპლომატიის მააგისტრის აკადემიური ხარისხი მოიპოვა;
2007 წელს დაინიშნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორად;
შემდეგ საქმიანობა კომპანია ,,სპეცტექნიკარესურსში’’ გააგრძელა გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე;
2012 წელს იყო პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ საარჩევნო შტაბის სამეგრელოს კოორდინატორი;
2012 წლის ნოემბერში დაინიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორად;
2014-2015 წლებში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს საერთაშორისო სამართალდაცვით აკადემიაში (ბუდაპეშტში) გაიარა სამართალდამცავი უწყების ხელმძღვანელთა განვითარების პროგრამა, სინგაპურში - ანტიკორუფციული სტრატეგიის პროგრამა. ასევე, გერმანიაში, ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების სექტორის ხელმძღვანელთა პროგრამა;
2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე;
2016 წლიდან დღემდე არის მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს;