სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 12
39
1011141516
17181920212223
24252627282930
31 

რელიგია

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია დასავლეთ საქართველოში, ისტორიული კოლხეთის სამეფოში, მდინარე რიონსა და ეგრისწყალს შორის არსებულ ტერიტორიაზე – ოდიშის დაბლობზე მდებარეობს. იგი მოიცავს სამეგრელოს ქალაქებს – სენაკს, ჩხოროწყუს და მათ მიმდებარე ტერიტორიას.

სენაკისა და ჩხოროწყუს სამღვდელმთავროს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ჭყონდიდის, დასავლეთიდან – ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან – ცაგერისა და ქვემო სვანეთის, ჩრდილო-დასავლეთიდან – მესტიისა და ზემო სვანეთის, სამხრეთიდან – შემოქმედის ეპარქიები.

ეპარქიის სამწყსო ტერიტორია განფენილია მდინარეების ხობისწყლისა და ტეხურის შუა დინების, და ნაწილობრივ, მდინარე რიონის აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს ეგრისის, იმავე ლაზიკის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს.

1995 წელს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ჭყონდიდის ეპარქიის საფუძველზე, მისი ტერიტორიული გაყოფის შედეგად, აღდგა ძველი სამღვდელმთავროები: ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და სენაკის, და საკუთრივ ჭყონდიდის.

2003 წ. 18 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის კრების განჩინებით, ჭყონდიდისა და ფოთი-სენაკის ეპარქიათა ხელახალი ტერიტორიული გადანაწილების საფუძველზე ჩამოყალიბდა სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია. ახალდაარსებული ეპარქიის საჭეთმპყრობლად წმიდა სინოდმა გამოარჩია არქიმანდრიტი შიო მუჯირი.

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში არის 39 ტაძარი, (20 მოქმედი, 10 მშენებარე და 6 აღდგენილი) მათ შორის 3 მონასტერი. სენაკის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არის 2 სტავროფიგიალური ეკლესია.

 

მაღალყოვლადუსამღვდელოესი – შიო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ქორეპისკოპოსი

ერისკაცობაში – ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი
დაიბადა: 1969 წლის 1 თებერვალს, ქ. თბილისში.
ანგელოზის დღე: ყველიერის ხუთშაბათი – ღირსი შიო მღვიმელის ხსენება.
ბერად აღკვეცა: 02. 01 1994
დიაკვნად კურთხევა: 19. 08. 1995
მღვდლად კურთხევა: 06. 05. 1996
ეპისკოპოსად კურთხევა: 07. 09. 2003
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 20. 09. 2009
მიტროპოლიტობა ებოძა: 02. 08. 2010
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა ებოძა: 23. 11. 2017
მისამართი: ქ. სენაკი, ზემო თეკლათის დედათა მონასტერი.
 

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია (ქ. სენაკი, ქ. ჩხოროწყუ, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები). კათედრა სენაკში, რეზიდენცია თეკლათში.

მიტროპოლიტი შიო, ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი, დაიბადა 1969 წლის 1 თებერვალს თბილისში. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ (პარალელურად სწავლობდა სამუსიკო სასწავლებელში), 1988 წლიდან, ელიზბარ მუჯირმა სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში.

1991 წელს ელიზბარ მუჯირი მორჩილად დაემკვიდრა შიო მღვიმის მონასტერში. 1994 წლის, 2 იანვარს, მორჩილი ელიზბარი ბერად აღკვეცეს და სახელად შიო უწოდეს. იგი დადგენილ იქნა მონასტრის ტრაპეზრად, შემდეგ – ეკონომოსად. 1995 წელს ბერი შიო დიაკვნად აკურთხეს, 1996 წელს უწმიდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკონი შიო მღვდლად აკურთხა. 1997 წელს მღვდელმონაზონი შიო დაინიშნა თბილისის კლდისუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამძღვრად. 1998 წელს მან დაამთავრა ბათუმის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარია და სწავლა მოსკოვის სასულიერო აკადემიის დაუსწრებელ განყოფილებაზე გააგრძელა. 1998 წლის 3 აპრილს მღვდელმონაზონ შიოს მიენიჭა იღუმენის წოდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დაადგინეს ილია წინასწარმეტყველის ტაძრის წინამძღვრად. 1999 წლის 6 მარტიდან იღუმენი შიო თბილისის ანჩისხატის ტაძრის ღვთისმსახურია. იმავე წლის 20 სექტემბრიდან ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 2001 წლის ოქტომბრიდან იგი მოსკოვის ქართველთა სათვისტომოს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია, პარალელურად სწავლობდა მოსკოვის წმ. ტიხონის სახ.მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში.

2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა (ურბნისი) იღუმენი შიო გამოარჩია ახლადშექმნილი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის წინამძღოლად.

2006 წელს დაამთავრა მოსკოვის წმ. ტიხონის სახ.მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამოძღვრო-საღვთისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატი.

2007 წლის 25 დეკემბერს ეპისკოპოსი შიო დაჯილდოვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი-წმიდა გიორგის ორდენით. 2009 წლის 20 სექტემბერს ეპისკოპოსი შიო აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

2010 წლის 02 აგვისტოს მთავარეპისკოპოს შიო მიტროპოლიტის ხარისხში აღიყვანეს.

2010 წლის 15 აგვისტოს დაინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქორეპისკოპოსად.

2013 წელს დაამთავრა მოსკოვის წმ. ტიხონის სახ. მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით და ჩააბარა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში.

2015 წლის 27 ნოემბერს იმავე უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია სახელწოდებით ,,ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია), მისი ცხოვრების ისტორიული კონტექსტი და სულიერ-სამოძღვრო მემკვიდრეობა”, რისთვისაც ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხი მიენიჭა.

2017 წლის 23 ნოემბერს ებოძა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეობა.

 

გამოქვეყნებული ნაშრომები:

1) თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიიდან (ღირსიალექსისენაკელის (შუშანია) მოღვაწეობის პერიოდში. XIX ს.-ის 60-იანი _ XX ს.-ის 30-იანი წლები). სენაკი. 2014.(259Gგვ.).

2) დიდი ქართველი მოძღვარი ათონზე და მისი სულიერი მემკვიდრეები ქ. სენაკში.სენაკი. 2014. (104გვ.).
3) ალექსი ბერი სენაკელი //საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ენციკლოპედია.ტ. 1.თბ. 2015.გვ. 155-160.
4) ათანასია (სალაყაია) სქემიღუმენია //საქართველო სმართლმადიდებელი ეკლესია. ენციკლოპედია.ტ. 1.თბ. 2015. გვ. 66-71.
5) ახვლედიანი გიორგი (დეკანოზი) //საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. ენციკლოპედია. ტ. 1. თბ. 2015.გვ. 358-361.

6) Муджири Шио, архиепископ Сенакский и Чхороцкусский. «К жизнеописанию прп. Алексия (Шушания)» //XX Ежегодная Богословская конференция Православного Свято-ТихоновскогоГуманитарного Уноверситета. М. 2010. С. 399-402.

7) Муджири Шио, митрополит Сенакский и Чхороцкусский. «Из переписки прп. Алексия (Шушания) с насельницами Теклатского женского монастыря в Западной Грузии в 90-е годы XIX в.» // XXI Ежегодная Богословская конференция ПСТГУ. М. 2011.Т.2. С. 23-26.

8)Муджири Шио, митрополит Сенакский и Чхороцкусский. «Краткое жизнеописание прп. Алексия (Шушания) (1852-1923 гг.) // XXII Ежегодная Богословская конференция ПСТГУ. М. 2012. С. 11-19.

9)Муджири Шио, митрополит Сенакский и Чхороцкусский. «Из истории церковных гонений в Грузии в 20-х – 30-х гг. XX в. на примере притеснений обителей: Теклатского женского монастыря и мужской обители на Острове Архангелов» // XXIV Ежегодная Богословская конференция ПСТГУ. М. 2014. С. 19-25.

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31