მერია: მერის მოადგილეები
პირველი მოადგილე
გრიგოლ ბაღათურია
ტელ: 599 28 72 40
gochabagaturia@gmail.com
დაიბადა 1976 წლის 10 მარტს, ქალაქ სენაკში.
1998 წელს დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-ეკონომიკური ინსტიტუტის წარმოების ეკონომიკის და მართვის ფაკულტეტი ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით.
1998-2002 წლებში იყო ქალაქ სენაკის საკრებულოს წევრი. 2002 წელს - ქალაქ სენაკის საკრებულოს მდივანი.
2002-2003 წლებში მუშაობდა შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ფილიალ სენაკის ფოსტის უფროსის მოადგილედ.
2004-2006 წლებში - შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ფილიალ სენაკის ფოსტის უფროსი.
2006-2007 წლებში - შპს ,,საქართველოს ფოსტის“ სენაკის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს რეგიონალური ოფისის მენეჯერი.
2007-2008 წლებში - შპს ,,საქართველოს ფოსტის“ ფილიალ სენაკის ფოსტის უფროსი.
2008-2010 წლებში - სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის უფროსი სპეციალისტი.
2010-2011 წლებში - საქართველოს პარლამენტი, N64 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს უფროსი.
2011-2013 წლებში - სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
2013-2014 წლებში - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ,,თვითმმართველობა განვითარებისათვის“ თავმჯდომარე.
2014-2016 წლებში - საქართველოს პარლამენტი, N64 ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს უფროსი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
მოადგილე
კახაბერ კუპრეიშვილი
ტელ: 591 93 29 42
დაიბადა 1970 წლის 2 მაისს, ქალაქ სენაკში.
1995 წელს დაამთავრა ქ. სოხუმის საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტიტი, ინჟინერ მშენებლის კვალიფიკაციით.
1996-2004 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ შსს ოპერატიული დაზვერვის მთავარი სამმართველოს დადგენის სამმართველოში (ქალაქ ზუგდიდი) უფროსს ოპერატიულ თანამშრომლად.
2004-2005 წლებში - საქართველოს შსს სპეც. ოპერატიული დეპარტამენტის დადგენის მთავარი სამმართველოს სამეგრელო ზემო-სვანეთის ოპერატიულ სამსახურში (ზუგდიდი) უფროს ინსპექტორად.
2005-2011 წლებში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურ სამმართველოში - სამსახურის უფროსად.
2013-2015 წლებში - შსს სუს-ის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში უფროს ინსპექტორად.
2015-2018 წლებში - სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონალურ მთავარ სამმართველოში უფროს ინსპექტორად.
2018 წლის 6 ნოემბრიდან არის სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.