სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
12347
810121314
15161921
222425262728
293031 

კულტურა და სპორტი: მუზეუმები

პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

 

სსიპ ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმი მდებარეობს ნოქალაქევის თემში ნაქალაქარის ციხეგოჯის მიმდებარე ტერიტორიაზე. 
მისამართი: 4115, სენაკის რაიონი, სოფელი ნოქალაქევი 
მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 16 სთ-მდე

სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

 

მუზეუმის უფროსი სპეციალისტი - 
მისამართი - რუსთაველის ქ. №150
ტელეფონი: 8(213)77860

მუზეუმის ისტორია

სენაკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1990 წელს შეიქმნა მიხა ცხაკაიას მემორიალური მუზეუმის ბაზაზე, იმის გათვალისწინებით, რომ სენაკი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთ-ერთი ულამაზესი ნაწილია საქართველოსი. მხარე მდიდარია თავისი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რელიქვიებით, უნიკალური ძეგლებითა და სამუზეუმო მასალებით, დაწყებული ქვის ხანიდან დღემდე.

თეოფანე დავითაიას სახლ- მუზეუმი

 

სენაკის რაიონის სოფელ ,,ეკის” ერთ-ერთ განაპირა ფერდობზე დგას დავითაიების პატარა ოდა-სახლი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 1986 წლის 15 სექტემბერს მეცნიერის დაბადების 75 წლისთავზე.
სახლ-მუზეუმის ექსპოზიცია სამი განყოფილებისაგან შედგება, პირველ ოთახში გამოფენილია ბავშვობისა და ყრმობის ამსახველი მასალები, სწავლისა და სტუდენტობის წლების დოკუმენტები.
სახლ-მუზეუმის ექსპოზიციაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თეოფანე დავითაიას სამეცნიერო კავშირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანასთან. სახლ-მუზეუმის ექსპოზიციაში განსაკუთრებით საინტერესო მასალებია ჩართული მეცნიერის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და კუბაში მოღვაწეობის წლების შესახებ, სადაც არაერთი სამეცნიერო წიგნი დაიბეჭდა. სახლ-მუზეუმის მრავალფეროვან ექსპოზიციას აგვირგვინებს ამ ჯილდოების ფოტოასლები.

არნოლდ ჩიქობავას სახლ- მუზეუმი

 

მისამართი: სენაკი, ძველი სენაკი
ტელეფონი: 8 (213) 754 41
ელ.ფოსტა: k.c.senaki@mail.ru

სახლ- მუზეუმის ისტორია

არნოლდ სტეფანეს ძე ჩიქობავა დაიბადა 1998 წლის 26 მარტს. მაშინდელი სენაკის მაზრის სოფელ საჩიქობაოში. იმავე სოფელში 100 წლის შემდეგ 1998 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა აკადემიკოსის სახლ-მუზეუმი. სახლ-მუზეუმში ინახება 250-ზე მეტი დასახელების აკადემიკოსის პირადი თუ სხვა ნივთები.

სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მუზეუმი

 

მუზეუმის მთავარი სპეციალისტი - 
მისამართი - რუსთაველის ქუჩა №150 
ტელეფონი: 8(213)77860

მუზეუმის მოკლე ისტორია

2004 წლის 27 ნეომბერს საქართველოს ეროვნული გმირის, გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ჟიული შარტავას დაბადების მე-60 წლისთავზე გაიხსნა მისივე სახელობის მუზეუმი.
მუზეუმში გამოფენილია ჟიული შარტავას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და მემორიალური მასალები.
მუზეუმი ეწევა ჟიული შარტავასა და სენაკის რაიონიდან აფხაზეთის კონფლიქტში დაღუპულ მეომართა ცხოვრებისა და მოღვაწეობის ფართო პროპაგანდას.
მუზეუმის ფონდი ამჟამად შეადგენს 137 ექსპონატს. ექსპონატთა უმრავლესობა შემოწირულია ჟ. შარტავას ფონდის, მისი ოჯახის, აგრეთვე, ცალკეული პირების მიერ.
მუზეუმს 2005 წლის 16 სექტემბერს ამერიკულმა კომპანია ,,ისტ-ვინდი”-ს წარმომამგენელმა ბატონმა გურამ დოლბაიამ საჩუქრად გადასცა ტანკერ ,,ჟიული შარტავას ” მაკეტი.
ჟ. შარტავას მშობლებმა 2006 წლის 16 სექტემბერს მუზეუმს საჩუქრად გადასცეს ჟ. შარტავას მიერ 1956 წელს მეცხრე კლასში სწავლების პერიოდში თაბაშირში შესრულებული დიდი მგოსნის აკაკი წერეთლის ბიუსტი.

მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakis-gamgeoba@posta.ge
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 7 70 31