სიახლეთა არქივი
კვიორშსამოთხხუთპაბშაბ
 34
569
121415161718
19202122232425
262728293031 

ჯანდაცვა და სოციალური სფერო: სოციალური პროგრამები

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

მოსახლეობის ჯანმრთელობისა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: 

  • ეპიდზედამხედველობის პროგრამას, რომელიც მოიცავს გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობას და კონტროლს; პირველადი ეპიდზედამხედველობის განხორციელებას; ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვას;
  • იმუნიზაციის პროგრამას, რომელიც მოიცავს იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვას და მასზე ანგარიშგებას დადგენილი წესის მიხედვით; იმუნოპროფილაქტიკაზე რუტინული სტატისტიკური ანგარიშგება; იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინულ ანალიზს, შეფასებას, დაზუსტებას; ვაქცინების, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრას; ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის ლოჯისტიკაზე ზედამხედველობას; დამხმარე ზედამხედველობის განხორციელებას მუნიციპალიტეტში შემავალ პჯდ დაწესებულებებში.
  • პარაზიტოლოგიის პროგრამა, რომელიც მოიცავს პარაზიტული და ჰელმინთური დაავადებების სკრინინგულ კვლევას; მალარიის სკრინინგულ კვლევას კერებში და კერის გარშემო; მალარიის დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკური მკურნალობას.
  • პროფილაქტიკური მედიცინა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას; საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებერივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობას.

 

მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა

პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებით უზრუნველყოფას, კერძოდ: მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფასო ამბულატორიული მომსახურეობითა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სარიტუალო მომსახურებას, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის სადღესასწაულო დღეებში დახმარებას, ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას, სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარებას, ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარებას, მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარებას, დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარებას, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საამშენებლო მასალებით დახმარებას და დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას. აღნიშნული პროგრამები მთლიანობაში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურეობისა და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა 

პროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურეობის და მზრუნველობამოკლებულთა კვებით უზრუნველყოფის პროგრამა.

პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი და მეურვეობას მოკლებული მოსახლეობის დღეში ერთჯერადი სადილით უზრუნველყოფა (გარდა კვირა დღისა) ყოველკვარტალურად ტკბილეულისა და სადღესასწაულოდ საჩუქრების გადაცემა.

 

რეგულარული სამედიცინო მომსახურება ჯანმრთელი ცხოვრებისათვის

პროგრამის განმახორციელებელი: პროექტის პარტნიორები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან ერთად არიან იაპონიის საელჩო საქართველოში, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა სამედიცინო მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საჭიროებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურეობის მიწოდება, მოსახლეობის ჯანმრთელობის პრევენცია უსაფრთხო ცხოვრებისათვის და თემების ხელმისაწვდომობა ხარისხიან ჯანდაცვის მომსახურებაზე.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგულარული სამედიცინო სერვისების განხორციელება კვალიფიციური გუნდის მიერ (3 თვეში ერთჯერ) მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციულ ერთეულში. სამედიცინო აქციის დროს თითოეული ბენეფიციარისათვის მიწოდებული სერვისის საშუალო ღირებულება 100 ლარია (მუცლის ღრუსა და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით, კარდიოლოგიური გამოკვლევა, სისხლის საერთო და ბიოლოგიური კვლევა, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, ენდოკრინოლოგის, თერაპევტისა და კარდიოლოგის კონსულტაცია), რომელიც სრულიად უფასოდ მიეწოდება თითოეულ ბენეფიციარს. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა - 5000 (მათ შორის პირდაპირი: - 1000 მუნიციპალიტეტის 14 ადმინისტრაციული ერთეულიდან და არაპირდაპირი: 4000 (ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, ბენეფიციართა ოჯახის წევრები)

 

კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების პროგრამა

პროგრამის ბიუჯეტი: 18 700 ლარი.

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურება, კერძოდ: დევნილი მოქალაქის ოჯახზე 200 ლარი; ომის ვეტერანის ოჯახზე 250 ლარი. თანხის მისაღებად გარდაცვლილი დევნილი მოქალაქის ოჯახის წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გარდაცვალების მოწმობის ასლი; გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი; სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახის წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; გარდაცვლილის ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსერო ასლი; ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი. ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. 

 

სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა

პროგრამის ბიუჯეტი: 10 000 ლარი.

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საახალწლო საჩუქარი კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ბავშვებისათვის (450 ბენეფიციარი). შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებისათვის საჩუქრის (პროდუქტების) გადაცემა; საახალწლო და სააღდგომო საჩუქარი მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებისათვის (150 ოჯახი). საახალწლო საჩუქარი დედ-მამით ობლებისა და 100 წელს გადაცილებულთათვის. საახალწლო საჩუქარი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამაში ჩართული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის (22 ოჯახი) და სხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის.

 

ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარების პროგრამა

პროგრამის ბიუჯეტი:15 000 ლარი.

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 2500 ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000 ლარით. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; აქტი (ხანძრის შესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ. სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ; ცნობა (ხანძრის შესახებ), გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ. სენაკის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ; ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში). ასევე სხვა სახის დოკუმენტი განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე.

 

სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების პროგრამა 

პროგრამის ბიუჯეტი: 25000 ლარი.

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

 

სოციალური ადაპტაციისათვის სამზრუნველო ქსელის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირებს, რომელთაც მიაღწიეს სრულწლოვანების ასაკს და ვერ იქნენ რეინტეგრირებული ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებიდან, „მინდობით აღზრდისა“ და „მცირე საოჯახო ტიპის სახლის“მომსახურებიდან დამოუკიდებლად ცხოვრებისა და სოციალური ინტეგრაციის, ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით ფინანსური დახმარების გაწევას. ასევე დახმარება გაეწევათ სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსახლკარო, მძიმე სოციალური პირობების მქონე პირებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. დახმარება გაიცემა ყოველკვარტალურად 200 ლარის ოდენობით საბიუჯეტო წლის განმავლობაში.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები; განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში. დახმარება გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის მერის სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დასკვნის საფუძველზე. 

 

ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებების გატარების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქალაქეზე (მსხვერპლზე) რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ მოქალაქეზე ერთჯერადად 200 ლარის გაცემას. დახმარების მისაღებად მოქალაქემ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პროგრამა

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 242100 ლარი.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ჯანმრთელობა გაუარესებულ მოქალაქეთა სტაციონალური, ამბულატორიული და მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებასა და თანადაფინანსებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. 

 

სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა 

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:  ა) სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის, ასევე სამედიცინო საგნებით (გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) თანადაფინანსების პირობებში 18 წლამდე მოზარდებს დახმარება გაეწევა სრულად, მაგრამ არაუმეტეს 1200ლარისა;

ბ) 500 ლარამდე თანადაფინანსების შემთხვევაში (გარდა ნუშურებისა და ადენოიდების ქრონიკული დაავადებისას დაგეგმილი ადენოტონზილექტომიის, ესთეტიკური ქირურგიის და კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის შემთხვევებისა) სრულწლოვან ბენეფიციარებს დახმარება გაეწევა გადასახდელი თანხის 50%-ით. სხვა შემთხვევაში, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა 300 ლარს დამატებული 500 ლარის ზემოთ გადასახდელი თანხის 30 %, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.

გ) სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „C“ ჰეპატიტით დაავადებულ პირებს „C“ ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვამდე დაავადების სტადიის დიაგნოსტირებისათვის აუცილებელი კვლევების თანადაფინასებისათვის დახმარება გაეწევა 150 ლარით.

სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების მისაღებად თავად ბენეფიციარის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს განცხადება; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ქსერო ასლი; სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაცია - ფორმა №100; ანგარიშ-ფაქტურა; კალკულაცია; მომართვა ჯანდაცვის მომსახურეობის სააგენტოდან საყოველთაო დაზღვევის მიერ დაფინანსების ოდენობის შესახებ. (აუცილებლობას არ წარმოადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მიერ ანგარიშ- ფაქტურაშივე განსაზღვრულია პაციენტის მიერ თანაგადასახდელი თანხა). შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე წინასწარ გაიცემა საგარანტიო წერილი. 

 

მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების ქვეპროგრამა

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ა)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე მედიკამენტოზური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება 70 ლარის ფარგლებში ბ)სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე სამედიცინო საგნებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. გ) ონკოლოგიურ პაციენტთა ქიმიოთერაპიული და იმუნოთერაპიული მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება სტაციონალური და ამბულატორიული მკურნალობის დაფინანსებისა და თანადაფინანსების პირობების შესაბამისად. დ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტთა მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დაფინანსება განხორციელდება 100 ლარის მედიკამენტებით. დახმარების მთხოვნელმა, განცხადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს პირადობის მოწმობა; ანგარიშფაქტურა აფთიაქიდან; ფორმა N100 სამედიცინო დაწესებულებიდან და სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში). დაფინანსება ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გამწევი დაწესებულებიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ბენეფიციარზე გაცემული საგარანტიო წერილით.

 

თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 25 200 ლარი.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფი მოქალაქეების დახმარებას, კერძოდ ტრანსპორტირების ყოველთვიური ხარჯების დაფინანსებას 100 ლარით (21 ბენეფიციარი) .

 

იშვიათი დაავადების მქონე პირთა დახმარების პროგრამა 

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 8400 ლარი.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს იშვიათი დაავადების მქონე პირების დახმარებას. კერძოდ, თითოეულზე კვარტალურად გაიცემა 350 ლარი (6 ბენეფიციარი)

 

მრავალშვილიან ოჯახებზე დახმარების პროგრამა 

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 32 000 ლარი.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალშვილიანი (4 და 4- ზე მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი) ოჯახების ყოველკვარტალური დახმარება (პროგრამა გავრცელდება იმ 4 შვილიან ოჯახებზე, რომლებიც სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არიან 70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულით) თითოეულ ბავშვზე 40 ლარის ოდენობით; (40 ოჯახი) დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა (4 და 4-ზე მეტშვილიან 18 წლამდე ასაკის) ერთ-ერთმა მშობელმა (მეუღლემ, მზრუნველმა) მერიაში უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; მშობლის პირადობის მოწმობის (გარდაცვლილის შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობის) ასლები; მეურვის (მზრუნველის) შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობისა და მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მეურვის (მზრუნველის) პირადობის მოწმობის ასლი; მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი; შვილების დაბადების მოწმობის ასლები. 

 

დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარების პროგრამა 

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 2400 ლარი.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარებას, კერძოდ, ყოველკვარტალურად ერთ ბავშვზე გაიცემა 150 ლარი. (4 ბენეფიციარი) დახმარების მისაღებად დედ-მამით ობოლი ბავშვების მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: წერილობითი განცხადება; ბავშვის (ბავშვების) პირადობის მოწმობის ასლი (ასლები); ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს სენაკის განყოფილებიდან მეურვის ვინაობის შესახებ; მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 26 000 ლარი.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინდივიდუალურ დახმარებას, კერძოდ:

ა) მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდებზე წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 100 ლარი; (50 ბენეფიციარი) დახმარების მისაღებად მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის ან მისი წარმომადგენლის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი განცხადება; მხედველობის პრობლემის მქონე I და II ჯგუფის ინვალიდის პირადობის მოწმობის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი; სსე შემოწმების აქტის ამონაწერი;

ბ) სმენადაქვეითებულ პირებზე (I და II ჯგუფის ინვალიდებზე) წელიწადში ორჯერ ერთ მოქალაქეზე გაიცემა 100 ლარი (26 ბენეფიციარი) დახმარების მისაღებად სმენადაქვეითებული (ყრუ-მუნჯები) მოქალაქის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; ყრუ-მუნჯი მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი. სსე შემოწმების აქტის ამონაწერი;

გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომითა და აუტიზმით დაავადებულ პირებზე წელიწადში ორჯერ ერთ პირზე გაიცემა 100 ლარი; (50 ბენეფიციარი) ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს განეკუთვნება გონებრივი განვითარების შეფერხების (მათ შორის, დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი) მქონე პირები, რომლებზეც წელიწადში ორჯერ გაიცემა 100 ლარი (50 ბენეფიციარი). ქვეპროგრამის ამოცანაა განვითარების შეფერხების რისკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთაგან ვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას თან უნდა ერთოდეს: პირის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი საბუთის (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი; მოზარდის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობის ასლი; ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა) სსე შემოწმების აქტის ამონაწერი;

 

სოციალური ღონისძიებების პროგრამა

პროგრამის ბიუჯეტი: 8200 ლარი.

პროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

პროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხანდაზმულთა სოციალურ დახმარებას, კერძოდ:

ა) 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე კვარტალურად ერთ ხანდაზმულზე გაიცემა 200 ლარი (5 ბენეფიციარი); დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: ხანდაზმული პირის წერილობითი განცხადება; ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი - თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია; 

ბ) სამამულო ომის ვეტერანზე (9 მაისს გამარჯვების დღესთან დაკავშირებით) გაიცემა 200 ლარი (9ბენეფიციარი). დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; სამამულო ომის ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; სამამულო ომის ვეტერანის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობა

გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) გაიცემა 100 ლარი. (20 ბენეფიციარი). დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს: წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის შემთხვევაში - წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი პირადობის მოწმობის ასლი.

 

F ISAF-ის მისიაში და აგვისტოს ომის დროს ომში დაღუპულის ოჯახზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე დახმარების პროგრამა 

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3500 ლარი.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს აგვისტოს ომის დროს და ISAF- მისიაში დაღუპულის ოჯახებზე (8 აგვისტოს) გაიცემა 500 ლარი (7 ბენეფიციარი). დახმარების მისაღებად მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს დაღუპულის ოჯახის წევრის წერილობითი განცხადება; პირადობის მოწმობის ასლი; შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; 

 

სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საამშენებლო მასალებით დახმარების პროგრამა

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 80000 ლარი.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ, ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000–ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სახურავის სარემონტო სამუშაოებისათვის 2000 ლარის ფარგლებში საამშენებლო მასალების (აზბესტოცემენტის ტალღოვანი ფურცელი, ხის მასალა) გადაცემას. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: პირადობის მოწმობის ქსეროასლი; სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; საცხოვრებელი სახლის საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სენაკის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა. წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვა განხორციელდება ერთობლივი კომისიის (შემდგომში – კომისიის) მიერ. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 9 წევრით, მათ შორის საკრებულო კომისიაში წარმოდგენილია 3 წევრით. კომისია სხდომის ოქმისა და დასკვნის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას თითოეულ ოჯახზე არაუმეტეს 2000 ლარის ფარგლებში სამშენებლო მასალის გამოყოფის თაობაზე. კომისიის სხდომის ოქმი დასკვნასთან ერთად წარედგინება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მერის სამართლებრივი აქტის საფუძველზე გამოყოფილი სამშენებლო მასალის გადაცემა განხორციელდება სათანადო მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე. გადასაცემი სამშენებლო მასალის შეძენა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 

 

დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამა

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 3000 ლარი.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამა ითვალისწინებს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ყველაზე უფრო გავრცელებული პათოლოგიების (ჰიპერაქტივობისა და ჰიპერკინეზების სინდრომი, თვალის პათოლოგია და სქოლიოზი) ამ პათოლოგიების დროული მკურნალობისა და მათთან დაკავშირებული სხვა დაავადებების აღმოცენების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს სენაკის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის დაწყებითი კლასების პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები (990 ბენეფიციარი)

ასევე იხილე კატეგორიაში - ჯანდაცვა და სოციალური სფერო:
მისამართი: 4100, ქალაქი სენაკი, ჭავჭავაძის ქ. 103 Email: senakismeria@gmail.com
FAX: 0 (413) 27 51 50 მოქალაქეთა მისაღები: 0 (413) 27 70 31
ცხელი ხაზი: 0(413) 27 70 31