მერია: მუნიციპალიტეტის მერი

ვახტანგ გადელია
დაიბადა 1986 წლის 16 ივნისს, ქალაქ სენაკში.
2002-2003 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალიზებულ სასწავლო ცენტრში, სკოლა -კოლეჯში ,,ჰარმონია".
2003-2007 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფაკულტეტზე - ფინანსები და საბანკო საქმე.
2017 წელს დაამთავრა საქართველოს უნივერსიტეტი, ფინანსური აღრიცხვა და მენეჯმენტის სპეციალობით. 2007 – 2008 წლებში მუშაობდა სს ,,საქართველოს ბანკში“, საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
2009 – 2013 წლებში გახლდათ სს „არქეოპოლისის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
2013 – 2017 წლებში ეკავა შპს „მშენებელი 999 - ის" დირექტორის პოსტი.
2017 – 2020 წლებში - შპს ,,GBG-ის" დირექტორი გახლდათ.
2020 წლიდან ვახტანგ გადელია შპს ,,ჰიდროქონსტრაქშენჯორჯიაში", პროექტის დირექტორად დაინიშნა.
2021 წლის 21 ნოემბრიდან, ვახტანგ გადელია სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პოსტს იკავებს.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.